weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

რიგგარეშე სესია სრულიად გამართლებულია, ახლა გამართლებული არ არის შესვენება – პრეზიდენტი

18:37 პარასკევი, 15 ივლისი 2022

„არცერთი ბულინგის და არცერთი ზეწოლის შედეგად არ ვაწერ ხელს და მგონი, ეს ყველამ კარგად იცის. მადლობა ზრუნვისთვის“, – განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, სადაც განმარტა, რატომ მოაწერა ხელი პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის შესახებ განკარგულებას.

„მოვაწერე ხელი იმიტომ, რომ მიმაჩნია, დღეს ქვეყნის წინაშე ყველაზე დიდი გამოწვევა არის ის 12 რეკომენდაცია, რომელიც ევროკომისიისგან მივიღეთ. ჩვენ ეს უნდა შევასრულოთ ექვს თვეში, შვიდ თვეში, თუ რაც იქნება, მაგრამ ეს არის ჩვენი დღევანდელი, ყველაზე დიდი გამოწვევა.

ამდენად, მიმაჩნია, რომ სესია არის სრულიად გამართლებული. ახლა გამართლებული არ არის შესვენება.

კომიტეტები და კომისიები ასევე გამართლებულია და მე მოვუწოდებ ყველას – ოპოზიციასაც და ხელისუფლებას, უმრავლესობას, რომ მონაწილეობა მიიღონ სრულად, ყველაფერში. ჩვენ ყველა ძალისხმევა უნდა მოვიხმაროთ იმისთვის, რომ ის კანონები რაც მისაღებია, დროულად მივიღოთ; ყველა ის საკითხები, და პირველ რიგში, დეპოლარიზაციის საკითხი, დიალოგით, ერთად ყოფნით და პარლამენტში ყოფნით გადავწყვიტოთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, „ევროპული პერსპექტივა“, რომელიც ევროპულმა საბჭომ 23 ივნისს საქართველოს მიანიჭა, ამ ქვეყნის ერთადერთი პერსპექტივაა და „არავის აქვს უფლება, ამ პერსპექტივიდან და ამ გზიდან გადაგვიყვანოს“.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დააკმაყოფილა საპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნა და პარლამენტის რიგგარეშე სესია 18 ივლისიდან მოიწვია. ოპოზიციამ დღის წესრიგში საკონსტიტუციო ცვლილებების, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების და ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ კანონპროექტის განხილვა შეიტანა.

რიგგარეშე სესიის მოწვევაზე პრეზიდენტისადმი მიმართვას ხელს არ აწერდნენ „გირჩი“, „მოქალაქეები“ და „ევროპელი სოციალისტები“. სესიის მოწვევის საჭიროებას ვერ ხედავს „ქართული ოცნება“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]